saqarTvelos wyalsacavebi - dalis mTis wyalsacavi
მდებარეობა | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°25`43` ჩ. გ. 45°52`39` ა. გ. |
მოცულობა | 140 კმ³ |
დალის მთის წყალსაცავი - სინონიმი: დალის წყალსაცავი, დალის ტბა.
წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. გაშენებულია მდინარე ივრის ქვემო დინებაში, ქალაქ დედოფლისწყაროდან დაახლოებით 30 კილომეტრში. წყლის საერთო მოცულობა 140,0 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 133,0 მლნ. სანაპირო ხაზი მეტწილად უსწორმასწოროა. მდინარე იორიდან მიყვანილია ჭაჭუნის არხი, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1992 წელს. წყალსაცავში მოშენებულია თევზი. სიახლოვეს მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე აღმართულია დალის მთა. წყალსაცავის სანაპიროსთან გაშენებულია
სამონადირეო მეურნეობა „დალის მთა“. ძუძუმწოვრებიდან ბინადრობს ნუტრია, ენოტი, ენოტისებრი ძაღლი, მგელი, კურდღელი, ტურა, მელა, გარეული ღორი. ბევრია ფრინველი, მათ შორის: კაკაბი, ხოხობი, რუხი იხვი, გარეული იხვი, მწყერი, მელოტა, წყლის ქათამი, ტყის ქათამი, ქედანი, გვრიტი და სხვა. თევზებიდან მნიშვნელოვანია: თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, ხრამული, შამაია, ლოქო და სხვა.